Accessibility links

logo-print

საქართველოში იმყოფება დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი


საქართველოში ვიზიტის იწყებს დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი მარტინ ლიდეგორდი, რომელიც პრემიერ-მინიტრს ირაკლი ღარიბაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს თამარ ბერუჩაშვილს შეხვდება. მარტინ ლიდეგორდის ვიზიტისას დანია და საქართველო ხელს მოაწერენ უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შეთანხმებას და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს. დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდება და მონაწილეობას მიიღებს ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში, რომელიც 12 ნოემბერს თბილისში გაიმართება.

XS
SM
MD
LG