Accessibility links

logo-print

შეთანხმებით, რუსეთმა ირანში რვა ატომური ელექტროსადგური უნდა ააგოს


რუსეთი ირანში ააგებს ორ ატომურ ელექტროსადგურს, იმ შეთანხმებების თანახმად, რომლებიც მოსკოვში გაფორმდა და საბოლოო ანგარიშით ირანში რვა სადგურის მშენებლობას ითვალისწინებს. 11 ნოემბრის შეთანხმების ფონია ირანსა და მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყნისთვის, მათ შორის რუსეთისთვის დაწესებული ბოლო ვადის, 24 ნოემბრის მოახლოება იმ შეთანხმების მისაღწევად, რომელმაც ირანის ბირთვული პროგრამა უნდა შეზღუდოს. დასავლეთი შიშობს, რომ ეს პროგრამა შესაძლოა ატომური იარაღის შემუშავებას ისახავდეს მიზნად, თუმცა ირანი ამ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ პროგრამა მშვიდობიან მიზნებს ემსახურება. რუსეთის და ირანის სახელმწიფო ატომურმა კომპანიებმა გააფორმეს კონტრაქტი, რომელიც ითვალისწინებს ორი რეაქტორის აგებას ბუშერის ელექტროსადგურზე და რეაქტორების რაოდენობის ოთხამდე გაზრდის სამომავლო შესაძლებლობას. სხვა შეთანხმების თანახმად, რომელიც ასევე მოსკოვში გაფორმდა 11 ნოემბერს, რუსეთი და ირანი გეგმავენ ითანამშრომლონ რვა რეაქტორის აშენების პროცესში - ოთხის ბუშერში და ოთხის სხვა ადგილებში.

XS
SM
MD
LG