Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა თამარ ბერუჩაშვილი


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დანიშნა თამარ ბერუჩაშვილი, რომელიც ბოლო დრომდე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. პრემიერმა ახალი მინისტრი საგანგებო ბრიფინგზე წარადგინა. წინა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე, თანამდებობიდან გადადგა 5 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია გაათავისუფლა თანამდებობიდან. ალასანია და ფანჯიკიძე საუბრობდნენ საქართველოს ევრო-ატლანტიკური კურსისთვის გარკვეული საფრთხეების გამოკვეთაზე. ფანჯიკიძესთან ერთად თანამდებობა დატოვეს მისმა მოადგილეებმაც, ბერუჩაშვილის ჩათვლით - თუმცა ბერუჩაშვილმა და კიდევ ერთმა მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ, მოგვიანებით გადაწყვეტილება შეცვალეს და თანამდებობაზე დარჩნენ. გადადგომის გადაწყვეტილება არ შეუცვლია მხოლოდ დავით ზალკალიანს. გადადგომის შემდეგ ბერუჩაშვილიც აცხადებდა, რომ „ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი საფრთხეშია“, თუმცა დღეს ამბობს, რომ გადადგომის და შემდეგ დაბრუნების პროცესი „ემოციური, სოლიდარული გაუგებრობა“ იყო და საქართველოს კურსი შეუქცევადია.

XS
SM
MD
LG