Accessibility links

ევროკომისარი ჰანი: რუსეთს ევროკავშირი სანქციებს არ შეურბილებს


ახალმა ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, იოჰანეს ჰანმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ევროკავშირი რუსეთს სანქციებს არ შეურბილებს. მისი თქმით, 5 სექტემბერს მინსკის ოქმის გაფორმების შემდეგ, ევროკავშირი ბჭობდა, ხომ არ იყო დროს სანქციების შერბილებისა. მაგრამ აღმოსავლეთ უკრაინაში მოვლენათა შემდგომმა განვითარებამ საკითხი ამოწურა. მან ახსენა ისიც, რომ ევროკავშირში ზოგიერთებს ახალი სანქციები სურთ. ევროკომისარი ქრისტეშობამდე აპირებს უკრაინაში ჩასვლას.

XS
SM
MD
LG