Accessibility links

logo-print

მალიში ებოლით დაავადებული მეორე ადამიანი გარდაიცვალა


მალიში ებოლით დაავადებული მედდა გარდაიცვალა. ეს ამ დაავადებით გამოწვეული სიკვდილის მეორე შემთხვევაა ამ ქვეყანაში. მალის ოფიციალური პირების ცნობით მედდა გვინეიდან ჩამოსულ ადამიანს მკურნალობდა, რომელიც ქალაქ ბამაკოს პასტერის კლინიკაში იყო მოთავსებული. კლინიკაში კარანტინი გამოცხადდა. ებოლისგან დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში 5 ათასამდე ადამიანია გარდაცვლილი.

XS
SM
MD
LG