Accessibility links

logo-print

მექსიკაში მმართველი პარტიის ოფისები დაწვეს


მექსიკაში გრძელდება შეტაკებები პოლიციასა და მომიტინგეებს შორის. პროტესტი 43 სტუდენტის გაუჩინარებამ გამოიწვია. ათასამდე ადამიანმა მსვლელობა მოაწყო გერეროს შტატის დედაქალაქ ჩილპანსინგოში, რომელიც პოლიციასთან დაპირისპირებით და მექსიკის მმართველი პარტიის ოფისის დაწვით დასრულდა. სტუდენტების გაუჩინარებაში ბრალი ადგილობრივ პოლიციას, ოფიციალურ პირებსა და ნარკომაფიას ედებათ. ადგილობრივმა პოლიციელებმა მანამდე აღიარეს, რომ დააკავეს სტუდენტები და ისინი ადგილობრივ ნარკოკარტელს გადასცეს. გასულ პარასკევს კი ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ნარკოკარტელის წევრებმა აღიარეს 43 სტუდენტის დახოცვა და მათი გვამების დაწვა ქალაქ იგუალას მახლობლად. სტუდენტების გვამები ჯერ ვერ აღმოაჩინეს.

XS
SM
MD
LG