Accessibility links

ბრაზილიის პოლიცია საშუალოდ დღეში 6 ადამიანს კლავს


ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ბრაზილიის პოლიციამ 11 ათასზე მეტი ადამიანი მოკლა - საშუალოდ 6 ადამიანი დღეში. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებს, რომელიც ძალადობის საკითხებზე მუშაობს. „საზოგადოებრივი უსაფრთხოების ბრაზილიური ფორუმის“ცნობით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რიო დე ჟანეიროშია, სადაც 2013 წელს პოლიციამ 416 ადამიანი მოკლა. ამავე ორგანიზაციის ინფორმაციით, ბრაზილიაში გასულ წელს 50 806 ადამიანი გახდა მკვლელობის მსხვერპლი, ანუ ყოველ 10 წუთში საშუალოდ ერთ ადამიანს კლავენ. მსხვერპლთა დიდი უმეტესობა შავკანიანია და ნახევარზე მეტი თინეიჯერია.

XS
SM
MD
LG