Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპროცედურო კომიტეტმა მხარი დაუჭირა ახალი ფრაქციის შექმნას


საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ახალი ფრაქციის, "დამოუკიდებელი მაჟორიტარები ძლიერი რეგიონებისათვის" შექმნას მხარი დაუჭირა. კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ კომიტეტმა წარმოდგენილ მასალებზე იმსჯელა, ახალი ფრაქციის წესდება და პოლიტიკური პლატფორმა შეისწავლა და გადაწყვიტა, რომ ფრაქციის შესაქმნელად ყველა მასალა რეგლამენტის მოთხოვნებს შეესაბამება. კომიტეტი პარლამენტის ბიუროს მიმართავს, ახალი ფრაქციის რეგისტრაცია მოხდეს. სხდომაზე კომიტეტმა კიდევ ერთი საკითხი განიხილა. ფრაქცია "ქართული ოცნება - თავისუფალ დემოკრატებს" ამიერიდან "თავისუფალი დემოკრატები" ეწოდათ. ორივე საკითხთან დაკავშირებით კომიტეტის დასკვნა ბიუროს გადაეგზავნა.

XS
SM
MD
LG