Accessibility links

logo-print

რუსეთმა თავი შეიკავა გაეროში ევროკავშირის სამშვიდობო ძალების თაობაზე კენჭისყრისას


რუსეთმა თავი შეიკავა გაეროს უშიშროების საბჭოში კენჭისყრისას, როცა ხმას აძლევდნენ ბოსნია-ჰერცეგოვინში ევროკავშირის სამშვიდობო ძალებისთვის კიდევ ერთი წლით მანდატის გაგრძელებას. რუსეთის ელჩმა გაეროში, ვიტალი ჩურკინმა თქვა, რომ ბალკანეთის ქვეყნებს არ უნდა ვუბიძგოთ ევროკავშირის მიმართულებითო.ეს უპრეცედენტო ქმედება ასახავს რუსეთსა და დასავლეთს შორის უკრაინის გამო დიდ დაძაბულობას. 11 ნოემბრის კერჭისყრაზე უშიშროების საბჭოს ყველა 14-მა, მუდმივმა და დროებით წევრმა დაუჭირა მხარი მისიისთვის ვადის გაგრძელებას. მხოლოდ რუსეთმა დაადო მას ვეტო და გამოიყენა მუდმივი წევრის უფლება. გაეროში საფრანგეთის მისიის ხელმძღვანელმა, ფილიპ ბერტომ დაწერა ტვიტერზე, რომ რუსეთი არასოდეს იყო ბოსნიაში ევროკავშირის ძალების განთავსებისა.

XS
SM
MD
LG