Accessibility links

logo-print

აშშ და ჩინეთი კლიმატის ცვლილების თაობაზე შეთანხმდნენ


აშშ და ჩინეთმა, ეგრეთწოდებული სათბურის გაზის უდიდესმა მწარმოებლებმა მსოფლიოში, შეთანხმებას მიაღწიეს კლიმატის ცვლილების სფეროში ახალი მიზნების გამო.მიღწეულს აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ „ისტორიული“ უწოდა. შეთანმხების მიხედვით, აშშ, 2025 წლამდე 2005 წელთან შედარებით , 26-28 პროცენტით შეამცირებს ნახშირორჟანგის გამოყოფას. ჩინეთის თანახმად, ეს ქვეყანა 2030 წელს მიაღწევს ემისიის უმაღლეს დონეს. ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს არ დაუკონკრეტებია მიზნები, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჩინეთი ემისიის უმაღლესი დონის ვადას ასახელებს. აშშ-ის ახლანდელი მიზანი კიდევ უფრო ამბიციურია, ვიდრე ადრინდელი, როცა 2020 წლისთვის ესიმისიის 17 პროცენტით შემცირებაზე შეთანხმდნენ. მსოფლიოში სათბური გაზის გამოყოფის 45 პროცენტი აშშ-სა და ჩინეთზე მოდის.

XS
SM
MD
LG