Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანში ოფიციალურ ვიზიტს მართავს ირანის პრეზიდენტი


ირანის პრეზიდენტი, ჰასან როჰანი მეზობელ აზერბაიჯანს ესტუმრა და იქ ოფიციალურ ვიზიტ სმართავს. როჰანი პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან მოლაპარაკების გარდა მიმართავს ქვეყნის პარლამენტს. ირანის პრეზიდენტი ხელს მოაწერს არაერთ შეთანხმებას ეკონომიკის სფეროში. ორმხრივი ურთიერთობა თეირანსა და ბაქოს შორის გამოკეთდა ბოლო წლებში მას მერე, რაც 2012 წელს დაძაბულობამ მწვერვალს მიაღწია ბაქოს მიერ ირანის მოქალაქეების დაპატიმრების დროს; მათ აზერბაიჯანში თავდასხმების მოწყობის დაგეგმვა დააბრალეს.

XS
SM
MD
LG