Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იოჰანეს ჰაანი: რუსეთმა უნდა დაიჯეროს, რომ ევროპა აგრესიულ პოლიტიკას არ ატარებს


სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის ახალი კომისრის, იოჰანეს ჰაანის განცხადებით, რუსეთმა, ბოლოს და ბოლოს, უნდა დაიჯეროს, რომ ევროპა აგრესიულ პოლიტიკას არ ატარებს. რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ჰაანმა დასძინა, რომ ევროპის კავშირი, პირიქით, უაღრესად მშვიდობიანი გაერთიანებაა და ამას ამტკიცებს, თუნდაც მშვიდობის დარგში მისთვის მინიჭებული ნობელის პრემია. „ჩვენ პატივს ვცემთ ქვეყნებისა და ტერიტორიების სუვერენობას, ხალხებისა და მოქალაქეების თვითგამორკვევის უფლებას, და, ვფიქრობ, ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია ურთიერთნდობაზე დამყარებული მშვიდობიანი თანამშრომლობა“ - განაცხადა ჰაანმა რადიო თავისუფლების შეკითხვაზე, თუ როგორ აპირებს ევროკავშირი, მხარი დაუჭიროს მოლდავეთსა და საქართველოს, თუ რუსეთი მათზე ზეწოლას მოახდენს, როგორც ეს უკრაინის შემთხვევაში გააკეთა.

XS
SM
MD
LG