Accessibility links

ნატო: რუსეთიდან უკრაინაში იარაღი და ჯარი შედის


ნატოს მაღალი რანგის მეთაურის თქმით, ალიანსის მეთვალყურეებმა იხილეს, როგორ შევიდა უკრაინის აღმოსავლეთში ბოლო ორ დღეში რუსეთის სამხედრო აღჭურვილობა და ჯარი. 12 ნოემბერს, სოფიაში, გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა განაცხადა, რომ კოლონა შეიცავდა ტანკებს, საარტილერიო დანადგარებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს და ჯარს. ეუთოს მეთვალყურეებმა 11 ნოემბერს განაცხადეს, რომ იხილეს 43 სამხედრო ავტომანქანა, რომლებსაც არ ჰქონდათ ამოსაცნობი ნიშნები, და სხვა ტექნიკა, რომლებიც დონეცკში შევიდნენ. დონეცკში, აღმოსავლეთ უკრაინის პრორუსულ მეამბოხეთა ხელში მყოფ ქალაქში, 12 ნოემბერს, საარტილერიო ცეცხლის ხმა ისმოდა. ფრანცპრესის ცნობით, ისროდნენ ქალაქის ცენტრის მიმდებარე არეალიდან ქალაქის აეროპორტის მიმართულებით. აეროპორტიში და მის მიდებარე ტერიტორიაზე მთავრობის ჯარია გამაგრებული. აეროპორტის არეალში სროლა თითქმის ყოველდღიურად ხდება მიუხედავად იმისა, რომ 5 სექტემბერს მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაფორმდა. აპრილის შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაშ კონფლიქტს ოთხი ათასი ადამიანი ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG