Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვმა და კერიმ უკრაინის და ირანის გარშემო ტელეფონით ისაუბრეს


რუსეთის თქმით, მისმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ სატელეფონო საუბარი გამართეს და უკრაინის კრიზისზე, ასევე ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო ისაუბრეს. ცნობით, ლავროვმა განუცხადა კერის, რომ არსებობს „კიევსა და დონეცკას და ლუგანსკს შორის არჩევნებს კონტექსტში დიალოგი“. ეს სიტყვები გამოხატავს რუსეთის მხარდაჭერას არჩევნების მიმართ, რომელიც უკრაინის სეპარატისტულ რეგიონში გაიმართა. უკრაინამ და დასავლეთმა ეს არჩევნები უკანონოდ და არალეგიტიმურად შეაფასა. კერიმ და ლავროვმა ილაპარაკეს ირანთან შეთანხმების სწრაფად მიღწევის შესახებ, რათა გაქრეს შეშფოთება ირანის ბირთვული პროგრამის გამო. ირანმა და მსოფლიოს ექვსმა წამყვანმა ქვეყანამ (რუსეთის ჩათვლით) და აშშ-მა შეთანხმების მიღწევის ვადად დათქვეს 24 ნოემბერი, თუმცა აზრთა სხვადასხვაობა კვლავ სერიოზულია.

XS
SM
MD
LG