Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭო უკრაინზე იმსჯელებს


გაეროს უშიშროების საბჭო საგანგებო შეხვედრას გამართავს შუა ევროპის დროით 20:30 საათზე უკრაინის გარშემო მას მერე, რაც გავრცელდა ცნობა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო ტექნიკა და ჯარი შევიდა. დიპლომატების თქმით, შეხვედრის გამართვა ისურვა აშშ-მა მას მერე, რაც ნატომ განაცხადა, რომ რუსეთის ტანკები, არტილერია და სამხედროებით შევიდნენ უკრაინაში ბოლო ორი დღის განმავლობაში. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ნატოს ბრალდების „დამადასტურებელი საბუთი“არ მოიპოვება. დონეცკში, აღმოსავლეთ უკრაინის პრორუსულ მეამბოხეთა ხელში მყოფ ქალაქში საარტილერიო ცეცხლის ხმა ისმოდა. ფრანს პრესის ცნობით, ისროდნენ ქალაქის ცენტრის მიმდებარე არეალიდან, ქალაქის აეროპორტის მიმართულებით. აეროპორტში და მის მიდებარე ტერიტორიაზე მთავრობის ჯარია გამაგრებული. აეროპორტის არეალში სროლა თითქმის ყოველდღიურად ხდება მიუხედავად იმისა, რომ 5 სექტემბერს მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტს შეთანხმება გაფორმდა. აპრილის შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტს ოთხი ათასი ადამიანი ემსხვერპლა. რუსეთის მომხრე სეპარატისტები და ცენტრალური მთავრობა ერთმანეთს ადანაშაულებენ შეთანხმების დარღვევაში.

XS
SM
MD
LG