Accessibility links

logo-print

ისტორიაში პირველად ევროპის კოსმოსური ხომალდი კომეტაზე დაეშვა


ევროპის კოსმოსური სააგენტოს ცნობით, მისი ხომალდი ისტორიაში პირველად დაეშვა კომეტაზე. მცირე, სარეცხი მანქანისზომის აპარატი მას მერე რამდენიმე საათში, რაც მოშორდა ზონდ როსეტას და დაიწყო მოძრაობა კომეტისკენ, დაეშვა მის ზედაპირზე. გერმანელი, დარმშტადტელი მეცნიერები ცნობით, მათ მიიღეს სიგნალი ასკილოგრამიანი აპარატის, კომეტა „67 პი-ზე“ დაშვების შესახებ. მას მერე, რაც აპარატი დაეშვა კომეტაზე, რომელიც მტვრისა და ყინულისგან შემდგარი ოთხი კილომეტრის ზომის მასაა, შეკრებს მონაცემებს. კომეტა მზის მიმართულებით მოძრაობს.

XS
SM
MD
LG