Accessibility links

logo-print

ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილ ულტრანაციონალისტ შეშელს სერბიაში ზარ-ზეიმით დახვდნენ


სერბი ულტრანაციონალისტი, ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი ვოისლავ შეშელი დაბრუნდა ბელგრადში, მას მერე, რაც გაეროს ტრიბუნალმა ის ჯანმრთელობის გაუარესების გამო გაათავისუფლა, რათა მან სერბიაში შესძლოს მკურნალობა. მას ასობით მხარდამჭერი მიესალმა სერბიაში. დაბრუნების შემდეგ შეშელმა განაცხადა, რომ სერბიის ამჟამინდელ მმართველებს ხელისუფლებიდან განდევნის. შეშელი მივიდა მისი სერბიის რადიკალური პარტიის შტაბ-ბინაში და ასობით მომხრეს უთხრა, „დავამხობ [პრეზიდენტ] ტომისლავ ნიკოლიჩს და [პრემიერ-მინისტრ] ალექსანდრ ვუკიჩს, რენეგატებს და სერბ მოღალატეებსო.“ ტრიბუნალის პირობებით, შეშელს აკრძალული აქვს მის საქმეში მსხვერპლებთან და მოწმეებთან დაკავშირება და სასამართლოში გამოძახებისთანავე უნდა გამოცხადდეს.შეშელი ახლახან მოინახულეს სერბმა ექიმებმა - მათი განცხადებით, შეშელს სწორი ნაწლავის კიბო აქვს, რომელიც უკვე ღვიძლსაც მოედო. 60 წლის შეშელი ჰააგის სასამართლოში 2003 წლიდან იმყოფება და ელოდება ხანგრძლივი პროცესის განაჩენს. შეშელი ბრალდებულია სამხედრო დანაშაულებსა და კაცობრიობის წინაშე დანაშაულებში, 1990-იანი წლების დამდეგის ომებისას, რომლებიც ყოფილი იუგოსლავიის დაშლას მოჰყვა.

XS
SM
MD
LG