Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენტაგონმა რუსეთს მოუწოდა საერთაშორისო სტანდარტების დაცვისკენ


პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა რომ აშშ-მ რუსეთს მოუწოდა დაიცვას უსაფრთხოების ზომები და საერთაშორისო სტანდარტები მისი ბომბდამშენებით ატლანტის ოკეანის დასავლეთ ნაწილის, კარიბის ზღვისა და მექსიკის ყურის თავზე ფრენისას. მანამდე, 12 ნოემბერსვე რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთი აპირებს ასეთი ფრენების განხოცრიელებას, მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო ამ არეალებში რუსეთის სამხედრო ყოფნისათვის. პენტაგონის წარმომადგენლის სიტყვებით, ყველა ქვეყანას აქვს უფლება იმოქმედოს საერთაშორისო საჰაერო სივრცესა და საერთაშორისო წყლებში. „რუსეთი ადრეც პატრულირებდა მექსიკის ყურეში, ჩვენ აგრეთვე ვაკვირდებოდით მისი სამხედრო-საზღვაო ძალების მოქმედებებს ამ ყურის წყლებში“. პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთმა ოპერაციები უსაფრთხოდ და საერთაშორისო კანონმდებლობის დაცვით აწარმოოს. მიმდინარე კვირაში ნატომ განაცხადა, რომ რუსეთმა ევროპის თავზე ფრენები გაახშირა და მათ მარშრუტებს „პროვოკაციული“ უწოდა.

XS
SM
MD
LG