Accessibility links

logo-print

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ გადადო „მემორიალის“ თაობაზე სარჩელის განხილვა


უფლებათადამცველი ორგანიზაცია „მემორიალის“ ლიკვიდაციას თაობაზე იუსტიციის სამინისტროს სარჩელზე სხდომა მხარეთა თხოვნის საფუძველზე გადაიდო. რუსეთის იუსტიციის სამინისტროს სარჩელი „მემორიალის“ ლიკვიდაციის თაობაზე ეყრდნობა ორგანიზაციის მიერ კანონის ნორმების უგულებელყოფას, რის გამოც „მემორიალი“ ორჯერ გააფრთხილეს. მანამდე მოსკოვის საქალაქო სასამართლომ კანონიერად ცნო პროკურატურის მოთხოვნაა ცნობილი ყოფილიყო „მემორიალი“, როგორც უცხოეთის აგენტი. თავად „მემორიალი“ პრეტენზიას მიიჩნევს ფორმალობად, თუმცა, მზად არის გამართოს კონფერენცია 22-23 ნოემბერს, რათა აღმოიფხვრას გამოვლენილი ხარვეზები. სწორედ დაგეგმილი კონფერენციის გამო „მემორიალმა“ სარჩელის განხილვის გადავადება მოითხოვა. რუსეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა ელა პანფილოვამ ერთ -ერთი უძველესი უფლებათადამცველი ორგანიზაციის მხარდაჭერის თხოვნით მიმართა ვლადიმერ პუტინს. „მემორიალს“, რომლის თავდაპირველ ამოცანას სსრკ-ის დროინდელი პოლიტიკური რეპრესიების შესწავლა წარმომადგენდა, ფილიალები აქვს ათეულ ქვეყანაში და როგორც უფლებადაცვითი, ისე საგანმანათლებლო სამუშაოებით არის დაკავებული.

XS
SM
MD
LG