Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევის ყოფილი მერი ქობულეთში გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ბავშვთა პანსიონს ხსნის


კიევის ყოფილი მერის, ლეონიდ ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი ავრცელებს და ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 2014 წლის 23 ნოემბერს ქობულეთში ბავშვთა პანსიონს ხსნის , ამაზე კომენტარი ფონდის პრესსამსახურთან პირადად ლეონიდ ჩერნოვეცკიმ გააკეთა. უმაღლესი სტანდარტების მქონე სახლში 50 ბავშვი იცხოვრებს, მათზე იზრუნებენ კვალიფიციური აღმზრდელები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში გააკეთებენ ყველაფერს, რომ ბავშვებს ჰქონდეთ ოჯახური გარემო და ყველა პირობა მათი ზრდა-განვითარებისთვის. ლეონიდ ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი 2 წელზე მეტია აქტიურად არის დაკავებული საქართველოში საქველმოქმედო საქმიანობით. ფონდი ახორციელებს პროექტ შინმოვლას, სადაც ყოველდღიურად ზრუნავენ 300 სოციალურად დაუცველ საწოლს მიჯაჭვულ მარტოხელა მოხუცებულზე, აწვდიან მათ უფასო ექთნის მომსახურებას, მედიკამენტებს და ჰიგიენურ საშუალებებს.

XS
SM
MD
LG