Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო აღმოსავლეთ უკრაინაში „სრულმასშტაბიანი შეტაკების“ შესაძლებლობას ხედავს


გაერო გამოვიდა გაფრთხილებით აღმოსავლეთ უკრაინაში „სრულმასშტაბიანი შეტაკების“ შესაძლებლობის გამო. უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა გაეროში გადაწყდა ნატოს უმაღლესი სამხედრო წარმომადგენლის 10 ნოემბრის განცხადებიდან რამდენიმე საათის შემდეგ. გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა დაადასტურა ინფორმაცია რუსეთიდან აღმოსავლეთ უკრაინაში ათეულობით ტანკის, ჯავშანტექნიკისა და საარტილერიო დანადგარის შესვლის თაობაზე. რუსეთმა უარყო ბრალდება და განაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში არ იმყოფება მისი სამხედრო ძალა. 12 ნოემბერს კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა გაეროს უშიშროების საბჭო, რომელმაც უკრაინის კრიზისის თაობაზე 26-ე საგანგებოს სხდომა გამართა. მასზე არ ყოფილა გატანილი რეზოლუციის პროექტი რუსეთის წინააღმდეგ, რომელსაც ვეტოს უფლება აქვს. ამასთან საკითხის განხილვის დროს, აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში სამანტა პაუერმა დაადანაშაულა რუსეთი, რომელიც, ამერიკელი დიპლომატის თქმით, „მართალია საუბრობს მშვიდობაზე, მაგრამ განაგრძობს უკრაინაში ომის გაღვივებას.“

XS
SM
MD
LG