Accessibility links

გენერალურმა აუდიტმა თავდაცვის სამინისტროს შემოწმების მასალები პროკურატურას გადაუგზავნა


გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ინფორმაციით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თავდაცვის სამინისტროს ფინანსური საქმიანობის შესწავლა თავად უწყების მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო. იგი სამწლიან პერიოდს, მთლიანობაში კი 3 მილიარდი მოცულობის საბიუჯეტო თანხების ხარჯვის კანონიერებას შეეხება. გენერალური აუდიტორის განმარტებით, მასალები, რომლებიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურს აქვს, რამდენიმე შესყიდვასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებს ბადებს. თორდიას ინფორმაციით, ეს როგორც ირაკლი ალასანიას მინისტრობის, ისე მისი წინამორბედების მინისტრობის დროს განხორციელებულ შესყიდვებს შეეხება. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს თავდაცვის სამინისტროს ფინანსურ საქმიანობასთან დაკავშირებული საბოლოო ანგარიში ჯერ არ შეუდგენია. გენერალური აუდიტორის ვარაუდით, უწყების შემოწმება თვენახევარში დასრულდება. სახელმწიფო აუდიტის სამსახური აღნიშნულ მასალებს პარლამენტში შექმნილ ნდობის ჯგუფსაც გადაუგზავნის.

XS
SM
MD
LG