Accessibility links

აზერბაიჯანი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის თავზე ფრენა აკრძალული იყო


აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის თავზე ფრენა აკრძალული ჰქონდა და ამის თაობაზე გაფრთხილებული ჰყავდა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია. ნათქვამია 12 ნოემბერს აზერბაიჯანის ხელისუფლების განცხადებაში, რომელიც გავრცელდა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს სამხედრო ვერტმფრენი, რომელიც სავარაუდოდ ეთნიკური სომხების მიერ კონტროლირებადი ანკლავის სამხედრო ძალებს ეკუთვნოდათ. ინცინდენტის დროს ეკიპაჟის სამივე წევრი დაიღუპა. ბაქოს განცხადება უარყო თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა დავიდ ბაბაიანმა, რომელმაც განაცხადა, რომ შვეულმფრენი წვრთნაში ღებულობდა მონაწილეობას. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ კი ინცინდენტს აზერბაიჯანის მხარის „უპრეცედენტო პროვოკაცია“ უწოდა.

XS
SM
MD
LG