Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ალასანია საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა


თავდაცვის ყოფილი მინისტრი, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა. შეხვედრა ავლაბარში, საპრეზიდენტო რეზიდენციაში გაიმართა.ირაკლი ალასანიამ საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებთან, მათ შორის პრეზიდენტთან შეხვედრის სურვილი რამდენიმე დღის წინ, თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნების დაკავების შემდეგ გამოთქვა. "პრეზიდენტთან შეხვედრაზე შიდა პოლიტიკაზე ვისაუბრეთ", - განაცხადა ალასანიამ. პრეზიდენტის რეზიდენციაში მისვლამდე ცნობილი გახდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაცია. გენერალური აუდიტორის განმარტებით, მასალები, რომლებიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურს აქვს, რამდენიმე შესყიდვასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებს ბადებს.

XS
SM
MD
LG