Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადიროვი იუწყება, რომ თარხან ბათირაშვილი მოკლულია


რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონის, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი იუწყება, რომ ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი თარხან ბათირაშვილი მოკლულია. „ასე დაემართება ყველას, ვინც რუსეთს და ჩეჩენ ხალხს დაემუქრება“, - წერს 13 ნოემბერს ინსტაგრამით გავრცელებულ ცნობაში კადიროვი. თუმცა მისი ეს განცხადება არ შეიცავს რაიმე დეტალს და არ არსებობს სხვა წყაროებით დადასტურებული ინფორმაცია თარხან ბათირაშვილის სიკვდილის შესახებ. ომარ ალ შიშანის სახელით ცნობილი თარხან ბათირაშვილი, წარმოშობით საქართველოს აღმოსავლეთ პანკისის რეგიონიდან არის. იგი ცნობილია, როგორ „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საველე მეთაური, რომელიც ვაშინგტონმა ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან კავშირში ბრალდებულ პირთა სიაში შეიყვანა.

XS
SM
MD
LG