Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის პარლამენტმა მოახდინა მოლდავეთთან შეთანხმების რატიფიცირება


ევროპის პარლამენტმა 13 ნოემბერს მოახდინა მოლდავეთთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება. მას მხარი დაუჭირა 535-მა დეპუტატმა 94-ის წინააღმდეგ. შეთანხმების რატიფიცირება ახლა უნდა მოხდეს ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის პარლამენტებში. ამასთან, შეთანხმება წინასწარ ამოქმედდა 1 სექტემბერს, რათა კიშინიოვმა შეძლებისდაგვარად მალე ნახოს შეთანხმებასთან დაკავშირებული ეკონომიკური სარგებელი. რუსეთი ეწინააღმდეგება ევროკავშირსა და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებს, რადგან ისინი, მოსკოვის ვარაუდით, ავნებს მის ინტერესებს. შესაბამისად, მოსკოვი იმუქრება ტარიფების გაზრდითა და იმპორტის უფრო მკაცრად შემოწმებით.

XS
SM
MD
LG