Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქეცბაია ტოვებს საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს


ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, თემურ ქეცბაია ამ თანამდებობის დატოვებას აპირებს. მან პოლონეთის ნაკრებთან მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 14 ნოემბერს ამ შეხვედრის შემდეგ გადადგება. "ჩემი ქვეყანა მიყვარდა და რაც შემეძლო ყველაფერს ვაკეთებდი", - განაცხადა ქეცბაიამ, რომელიც 2010 წლიდან მუშაობს ეროვნული ნაკრების მწვრთნელად. მისივე თქმით, სადაც იქნება, იქედან უგულშემატკივრებს საქართველოს. შეკითხვას, რა იქნება უმჯობესი გუნდისთვის, ქართველი თუ უცხოელი მწვრთნელი, ქეცბაიამ უპასუხა, რომ რომ არ აქვს მნიშვნელობა, მწვრთნელი უცხოელი იქნება, თუ ქართველი. "მთავარია, კარგი მწვრთნელი იყოს, რომელიც კარგ შედეგებს მოიტანს", - განაცხადა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

XS
SM
MD
LG