Accessibility links

მარგველაშვილმა და ალასანიამ ქვეყანაში შექმნილი ვითარება განიხილეს


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარება განიხილეს. „ერთმანეთს გავუცვალეთ მოსაზრებები ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებითო“ - განუცხადა ჟურნალისტებს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ. ალასანიას თქმით, პრეზიდენტი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან დაკავშირებული საქმეეების საქმის კურსში იყო. თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, საუბარი შეეხო იმასაც, რომ რომ აუცილებელია ქვეყანაში პოლიტიკური ძალები, განსაკუთრებით პროდასავლური პოლიტიკური ძალები გაძლიერდეს. საქართველოს პრეზიდენტმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი პრეზიდენტის რეზიდენციაში მიიღო.

XS
SM
MD
LG