Accessibility links

logo-print

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები დღეს პოლონეთს შეხვდება


ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეს პოლონეთს დაუპირისპირდება. მატჩს პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი აჩვენებს. საქართველოს ნაკრები ამ დროისთვის 3 თამაშში მოპოვებული 3 ქულით ჯგუფში მეხუთე ადგილზე იმყოფება, პოლონეთ კი - 7 ქულით ჯგუფის ლიდერია. ეს, სავარაუდოდ, ბოლო შეხვედრაა, რომელსაც საქართველოს ფეხბურთელები თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით ჩაატარებენ. თემურ ქეცბაიამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ 13 ნოემბრის პრესკონფერენციაზე განაცხადა და თქვა, რომ თანამდებობას დატოვებდა იმის მიუხედავად, თუ რა შედეგით დასრულდებოდა შეხვედრა.

XS
SM
MD
LG