Accessibility links

სტუდენტებმა თავისუფალი უნივერსიტეტის ფოიეში კახა ბენდუქიძის პატივსაცემად სანთლები დაანთეს


კახა ბენდუქიძის პატივსაცემად თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები გვიან ღამით თავისუფალი უნივერსიტეტის ფოიეში შეიკრიბნენ და სანთლები დაანთეს. "ძალიან დიდი ადამიანი დააკლდა საქართველოს. თუნდაც სამი სიცოცხლე არ ეყოფოდა იმ საქმის გაკეთებას რაც კახამ გააკეთა", - განაცხადა თავისუფალი უნივერსიტეტის პოლიტიკისა ანალიზის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ვახტანგ ლეჟავამ. საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე გულზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG