Accessibility links

პარლამენტში წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი კახა ბენდუქიძის ხსოვნას


საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, „თავისუფალი უნივერსიტეტის“ დამფუძნებლის კახა ბენდუქიძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა. მან გარდაცვლილის ოჯახს დეპუტატების სახელით მიუსამძიმრა. „კახა გახლდათ არაორდინარული პიროვნება, რომლის ღვაწლს და საქმიანობას მომავალი კიდევ უფრო გამოაჩენს", - განაცხადა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დავით უსუფაშვილმა. კახა ბენდუქიძის ხსოვნას პარლამენტის წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი ბიუროს სხდომაზე მიაგეს. 58 წლის კახა ბენდუქიძე გასულ ღამით ლონდონში გარდაიცვალა, წინასწარი ინფორმაციით, გულის უკმარისობის შედეგად. რამდენიმე ხნის წინ მას სტენტირების ოპერაცია შვეიცარიის კლინიკაში გაუკეთეს.

XS
SM
MD
LG