Accessibility links

logo-print

მარგველაშვილი: ვერ მოვახერხებთ ევროპული მიზნების დეკლარაციას და სახელმწიფოს შენებას სხვა ყაიდაზე


საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, პარლამენტში წაიკითხა მოხსენება, რომელშიც ისაუბრა ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, პოლიტიკურ ვითარებაზე და აფხაზეთში არსებულ პრობლემებზე. მარგველაშვილის თქმით, შეუძლებელია ერთდროულად ევროპული მიზნების დეკლარირება და ამავე დროს სახელმწიფოს სხვა ყაიდაზე მოწყობა. მმართველ კოალიციაში ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებზე საუბრისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ პროცესების მიზეზები უფრო ღრმაა, ვიდრეერთი პოლიტიკური ჯგუფის, „თავისუფალი დემოკრატების“ შეუთავსებლობა მმართველი კოალიციის დღის წესრიგთან. „ბოლო ერთი წლის მანძილზე მე არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ინსტიტუტების უპატივცემულობა, დაბალანსებისა და ძალთა გადანაწილების პრინციპების უგულებელყოფა სახელმწიფო სისტემას შეუქმნიდა სირთულეებს. ასეც მოხდა - ბოლო დღეებში იყო გაურკვეველი, ვის ემსახურება ინსტიტუტები. საკუთარ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, თუ სახელმწიფოს. ჩემთვის, ეს კონკრეტული შემთხვევა არის ზოგადი, უფრო ფართო პრობლემის სიმპტომი, რომელმაც უნდა გვიბიძგოს სისტემის დახვეწისკენ და მომავალში ასეთი პრობლემის თავიდან აცილებისკენ. ერთი რამ ნათელია - ვერ მოხერხდება ორი ბატონის მსახურება. ვერ მოვახერხებთ ერთდროულად ევროპული მიზნების დეკლარაციას, და ამავე დროს სახელმწიფოს შენებას რაიმე სხვა ყაიდაზე“ - განაცხადა მარგველაშვილმა.

XS
SM
MD
LG