Accessibility links

logo-print

პუტინი: სანქციები არღვევს დიდი ოცეულის პრინციპებს, საერთაშორისო კანონს


რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ევროკავშირის, აშშ-ის და სხვა ქვეყნების მიერ უკრაინის კრიზისის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ეწინააღმდეგება დიდი ოცეულის პრინციპებს და საერთაშორისო კანონს. პუტინმა სააგენტო „ტასს“ 14 ნოემბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში უთხრა, რომ ქონების გაყინვა, ვიზების გაცემის აკრძალვა და რუსეთის კომპანიებისთვის დასავლეთის ფინანსურ ბაზრებზე შესაღწევად ბარიერების შემოღება მხოლოდ გაეროს უფლებამოსილება შეიძლება იყოს. პუტინმა აღიარა, რომ სანქციებმა და ნავთობის ფასის კლებამ რუსეთის ეკონომიკას ზიანი მიაყენა, თუმცა განაცხადა, რომ კრემლს საკმარისი ფულადი რეზერვები აქვს საიმისოდ, რომ ნებისმიერ ეკონომიკურ კრიზისს გაუმკლავდეს და სოციალური ვალდებულებები შეასრულოს. პუტინის განცხადებები ერთი დღით უსწრებს ავსტრალიაში დიდი ოცეულის სამიტს - თუმცა, მისი თქმით, ამ სამიტზე სანქციების განხილვას „აზრი არ აქვს“. სამიტის ფონია განახლებული ბრალდებები უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის თაობაზე.

XS
SM
MD
LG