Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდაცვის სამინისტრო: ავღანეთში დაშავდა სამი ქართველი სამხედრო


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, ავღანეთში, ბაგრამის სამხედრო ბაზაზე დაშავდა სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე, რომელთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „შემთხვევა ქართველი სამხედროების პატრულირების დროს მოხდა, როდესაც თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა“ - იუწყება სამინისტრო და დასძენს, რომ სამხედროები ჰოსპიტალში გადაიყვანეს და მათ საჭირო მკურნალობა უტარდებათ. ბაგრამის სამხედრო ბაზის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ქართულმა ბატალიონმა 1 ნოემბრიდან გადაიბარა. ნატოს ISAF–ის მისიის ფარგლებში ამ დრომდე დაიჭრა 435 ქართველი სამხედრო, მათგან 35–მა კიდურები დაკარგა. მისიას სულ 29 ქართველი სამხედრო ემსხვერპლა – ყველა მათგანი ჰელმანდის პროვინციაში მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა. ქართველი სამხედროები ეტაპობრივად ტოვებენ ავღანეთს ნატოს ISAF–ის მისიის დასრულების გამო.

XS
SM
MD
LG