Accessibility links

logo-print

თბილისის არქიტექტურული კონტრასტები


თბილისში, რუსთაველის გამზირსა და მის რამდენიმე მიმდებარე ქუჩაზე ფართომასშტაბიანი მშენებლობები დღესაც გრძელდება. მათ შორისაა, მაგალითად, მაღალსართულიანი მშენებარე სასტუმრო ე.წ. იმელის შენობის უკან ან შენობა ყოფილი მხატვრის სახლის ტერიტორიაზე. ურბანისტებისა და არქიტეტორების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ მსგავსი შენობები თბილისის ისტორიულ უბნებს ამახინჯებს და დედაქალაქს მის პირვანდელ იერ-სახეს უკარგავს. ამის მიზეზად სპეციალისტები დედაქალაქის მთავრობის უმოქმედობას და ინვესტორის ინტერესებს ასახელებენ.

XS
SM
MD
LG