Accessibility links

იუწყებიან, რომ ექსტრემისტები განდევნეს ერაყის ნავთობგადამამუშავებელი ქალაქიდან


ერაყის ოფიციალური პირების განცხადებით, მთავრობის ძალებმა „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტები განდევნეს ქალაქ ბაიჯიდან, რომელიც ქვეყნის ყველაზე დიდ ნავთობგადამამუშავებელ საწარმოსთან ახლოს მდებარეობს. გენერალ-ლეიტენანტმა აბდელ-ვაჰაბ ალ-საადმა ერაყის სახელმწიფო ტელევიზიას 14 ნოემბერს უთხრა, რომ ქალაქი, რომელიც ერაყიდან დაახლოებით 200 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს, „სრულად გათავისუფლდა“. ვრცელდება სხვა ოფიციალური პირების სიტყვებიც, რომ ერაყელმა სამხედროებმა, რომლებსაც ზურგს უმაგრებენ მოკავშირე სუნიტი შეიარაღებული ჯგუფები, შესძლეს შეღწევა ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს ტერიტორიაზე. ბაიჯი მდებარეობს მაგისტრალურ გზატკეცილზე, რომელიც აკავშირებს ექსტრემისტების კონტროლქვეშ მყოფ მოსულს თიქრითთან. „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებმა ეს სამი ქალაქი ზაფხულში განხორციელებული შეტევისას დაიკავეს. ჯგუფი ასევე დაეპატრონა მოზრდილ ტერიტორიებს სირიაში - მან სახალიფოს დაარსების შესახებ გამოაცხადა და შარიათის კანონი დააწესა დაპყრობილ ტერიტორიებზე.

XS
SM
MD
LG