Accessibility links

logo-print

ავღანეთი და პაკისტანი კავშირების გაუმჯობესებას ესწრაფვიან


ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ მოინახულა პაკისტანის სამხედრო შტაბ-ბინა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესების ნიშნად. ქალაქ რავალპინდიში მდებარე სამხედრო შტაბ-ბინას ღანი ეწვია 14 ნოემბერს - მან პატივი მიაგო პაკისტანის დაღუპული სამხედროების ხსივნას და შეხვედრა გამართა პაკისტანის არმიის ხელმძღვანელთან, გენერალ რაჰილ შარიფთან.ავღანეთის თავდაცვის მინისტრის, არმიის ხელმძღვანელის და სხვა მაღალჩინოსნების თანხლებით მისულ ღანის ანგარიში ჩააბარეს ავღანეთის საზღვართან არსებული ვითარების შესახებ. პაკისტანის არმიის განცხადებით, ავღანეთის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა არმიის მიერ გაწეული ძალისხმევა ტერორიზმთან ბრძოლაში და გამოთქვა სურვილი ისლამაბადთან გააძლიეროს თანამშრომლობა უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროებში - წვრთნების და საზღვრების გაძლიერების ჩათვლით. ორი ქვეყნის კავშირებს თან გასდევს უნდობლობა ერთმანეთის მიმართ. დაძაბულობა მკაფიოდ გამოიკვეთა გასულ კვირაში, როცა პენტაგონის ანგარიშმა პაკისტანი დაადანაშაულა ავღანეთის დესტაბილიზაციის მიზნით თავისთან დაკავშირებული ძალების გამოყენებაში. ქვეყნები ერთმანეთს ადანაშაულებენ იმაში, რომ ექსტრემისტებს საშუალებას აძლევენ თავი სასაზღვრო რეგიონებს შეაფარონ და სისხლიანი თავდასხმები მოაწყონ, რომლებიც რეგიონულ სტაბილურობას უქმნის საფრთხეს. პაკისტანი ისლამისტ ექსტრემისტებს ავღანეთის საზღვართან ახლოს 2004 წლის შემდეგ ებრძვის, ივნისში მან მასშტაბური შეტევა დაიწყო.

XS
SM
MD
LG