Accessibility links

შვეციამ დაადასტურა მის ტერიტორულ წყლებში უცხო გემის შეჭრა


შვეციის პრემიერ-მინისტრმა, თავდაცვის მინისტრმა და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ მოეპოვებათ უტყუარი მტკიცებულება ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში უცხო საბრძოლო წყალქვეშა ნავის შეჭრის შესახებ. თუმცა, შვედმა სამხედროებმა მისი კუთვნილების დადგენა ვერ მოახერხეს. შვეციის პრემიერ-მინისტრმა მომხდარი სერიოზულ ინცინდენტად დაახასიათა და საგანგებო საბჭოს შექმნის შესახებ გამოაცხადა. სტოკჰოლმის არქიპელაგში სუბმარინის ძებნა 17-დან 25 ოქტომბრამდე გრძელდებოდა, რაც შვეციის მთავრობას 2,7 მილიონი დოლარი დაუჯდა. უფრო ადრე ადგილობრივ მედიაში გამოქვეყნდა ინფორმაცია, თითქოს დამრღვევი იყო უბედურებაში ჩავარდნილი რუსეთის მინი-წყალქვეშა ნავი, თუმცა, ოფიციალური ხელისუფლება ამ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს.

XS
SM
MD
LG