Accessibility links

logo-print

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა მორიგი მარცხი განიცადა


ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის მორიგ შესარჩევ მატჩში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები თბილისში დამარცხდა პოლონეთის ეროვნულ გუნდთან − 0:4. პოლონელებთან მატჩი ბოლო შეხვედრა იყო საქართველოს ნაკრების აწ უკვე ყოფილი უფროსი მწვრთნელისთვის, თემურ ქეცბაიასთვის. მან 13 ნოემბერს განაცხადა, რომ თანამდებობას დატოვებდა განურჩევლად იმისა, თუ რა შედეგით დასრულდებოდა შეხვედრა პოლონეთის ეროვნულ გუნდთან. D შესარჩევ ჯგუფს 10 ქულით სათავეში უდგას პოლონეთის ნაკრები. ქართველმა ფეხბურთელებმა ოთხი ჩატარებული შეხვედრიდან სამი წააგეს და ერთი მოიგეს.

XS
SM
MD
LG