Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯორჯ სოროსი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაზე საუბრობს


რეჟიმის შეცვლამ რუსეთში შეიძლება მოიტანოს რეჟიმების ცვლილება ოსეთსა და აფხაზეთში, - ამის შესახებ საქართველოში მყოფმა "ღია საზოგადოების ფონდების" დამფუძნებელმა ჯორჯ სოროსმა სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოდან" აცნობეს, ჯორჯ სოროსმა თბილისის ხუთი უნივერსიტეტის 250-მდე სტუდენტს წაუკითხა ლექცია თემაზე: "ევროპის მომავალი, მისი შედეგები მსოფლიოსთვის. " ჯორჯ სოროსი 14 ნოემბერს ჩამოვიდა საქართველოში. ღია საზოგადოების ფონდების დამფუძნებელი შაბათს საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდება.

XS
SM
MD
LG