Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომეტაზე დაშვებულმა კოსმოსურმა კვლევითმა მოდულმა "ფილამ" სიგნალის გადმოცემა შეწყვიტა.


კოსმოსურმა კვლევითმა მოდულმა „ფილამ“, რომელიც ახლახან დაეშვა კომეტა ჩურიუმოვ-გერასიმენკოზე, სიგნალის გადმოცემა შეწყვიტა. ასეთი ცნობა გაავრცელა შაბათს ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ. მანამდე სპეციალისტებმა დააფიქსირეს ყველა საბორტო სისტემის მძინარე მდგომარეობაში გადასვლა ბატარეებში მუხტის შესუსტების გამო. „დაძინებამდე“ აპარატმა შეძლო, დედამიწაზე გამოეგზავნა ყველა შეგროვილი სამეცნიერო მონაცემი. კომეტაზე დაშვებისას „ფილა“ ჩრდილში აღმოჩნდა და მისი მზის პანელები ვერ იღებდნენ საკმარის სინათლეს ბატარეების დასატენად. მოდული „ფილა“ 2004 წელს გაიგზავნა კოსმოსში ზონდ „როზეტათი“. მან 6,4 მილიარდი კილომეტრი გაიარა, სანამ იუპიტერის ორბიტის მახლობლად მდებარე კომეტაზე დაჯდებოდა.

XS
SM
MD
LG