Accessibility links

logo-print

უკრაინაში რუსეთის აგრესია დიდი 20-ეულის ორდღიანი სამიტის ყურადღების ცენტრში მოექცა


უკრაინაში რუსეთის აგრესია დიდი 20-ეულის ორდღიანი სამიტის ყურადღების ცენტრში მოექცა. სამიტი 15-16 ნოემბერს იმართება ავსტრალიის ქალაქ ბრისბენში. შაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ბრისბენის კვინსლენდის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე თქვა, რომ მსოფლიო ეწინააღმდეგება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას, რომელიც, მისი სიტყვებით, „მსოფლიოსთვის საფრთხეს“ წარმოადგენს. უკრაინის საკითხი არ შედიოდა სამიტის დღის წესრიგში და მასზე ობამას და ევროკავშირის ლიდერებს კულუარებში უნდა ემსჯელათ 16 ნოემბერს. გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა ლიდერებს მოუწოდა ამ საკითხზე ემსჯელათ, რადგან, მისი თქმით, მიმდინარე ვითარება სახიფათოა მსოფლიო მშვიდობისა და ეკონომიკისთვის. ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ, ჰერმან ვან რუმპემ ბრისბენში გამოაცხად, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 17 ნოემბერსაც გამართავენ შეხვედრას და მოითათბირებენ რუსეთის წინააღმდეგ შემდეგი ნაბიჯების თაობაზე, თუკი მოსკოვი აღმოსავლეთ უკრაინიდან არ გაიყვანს თავის მთელ ჯარებს და შეიარაღებას. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომელიც ბრისბენში 14 ნოემბერს ჩავიდა, კვლავაც უარყოფს აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ჯარებისა და შეიარაღების ყოფნას.

XS
SM
MD
LG