Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი უარყოფს ცნობას, რომ პუტინმა შესაძლოა ვადაზე ადრე დატოვოს ოცეულის სამიტი


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კანადის პრემიერ-მინისტრ სტივენ ჰარპერთან საუბრისას გაიმეორა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე არ არის რუსეთის ჯარები. მანამდე ჰარპერმა ბრისბენში, დიდი 20-ეულის შეხვედრაზე, პუტინს უთხრა: „ვფიქრობ, ხელს ჩამოგართმევთ, მაგრამ მანამდე უნდა გითხრათ ერთი რამ: უკრაინიდან უნდა წახვიდეთ“. საპასუხოდ პუტინმა უთხრა, რომ ეს შეუძლებელია, ვინაიდან ჩვენ იქ არ ვიმყოფებითო. რეიტერი იტყობინებოდა რუსეთის დელეგაციაზე დაყრდნობით, რომ პუტინმა შესაძლოა ვადაზე ადრე დატოვოს სამიტი. მაგრამ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა უარყო ეს ცნობა.

XS
SM
MD
LG