Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის ცენტრში გაიმართა საქართველოს ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებული აქცია „არა ოკუპაციას“


თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, გაიმართა საქართველოს ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებული აქცია „არა ოკუპაციას“. აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართნენ ვარდების მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ. მათ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრის კახა ბენდუქიძის ხსოვნას. აქციაზე ნაციონალური მოძრაობის ყველა ლიდერი დაესწრო. მათი თქმით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქართველი ხალხის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მოსალოდნელი ანექსიის წინააღმდეგ ხმის ამაღლებას. აქციის თაობაზე ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა: "ორი გზავნილი გვაქვს, ერთი არის მთელ მსოფლიოსთან, რომ არ შევურიგდებით ტერიტორიული სუვერენიტეტის შელახვას, არ გადავუხვევთ იმ გზიდან, რომელიც საქართველოს აბრუნებს ბუნებრივ წიაღში, ევროპაში. მეორე არის ივანიშვილის მთავრობისადმი. ჩვენ არ გვჭირდება მთავრობა, რომელსაც არც ხედვა აქვს და არც უნარი, დაიცვას საქართველოს უსაფრთხოება და სუვერენიტეტი", - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

XS
SM
MD
LG