Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგრადში ანტისამთავრობო დემონსტრაცია გაიმართა


სულ ცოტა 3000 ადამიანმა მოიყარა თავი ბელგრადში ანტისამთავრობო დემონსტრაციაზე, რომელსაც სერბი ულტრანაციონალისტი ვოისლავ შეშელი ხელმძღვანელობდა. დემონსტრაციაზე შეშელმა განაცხადა, რომ ის გაანადგურებს ჰააგის ტრიბუნალს, რომელიც აპატიმრეს სერბებს „მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი სერბები არიან“. ყოფილი იუგოსლავიის საკითხებში გაეროს საერთაშორისო ტრიბუნალმა შეშელს შინ დაბრუნების უფლება მისცა, რათა მან კიბოს მკურნალობა შეძლოს. შეშელის სასამართლო პროცესი 2012 წელს დასრულდა, მაგრამ მისთვის განაჩენი არ გამოუტანიათ.

XS
SM
MD
LG