Accessibility links

ვლადიმირ პუტინმა დიდი ოცეულის სამიტი მის დასრულებამდე დატოვა


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დიდი ოცეულის სამიტი მის დასრულებამდე დატოვა მას მერე, რაც მსოფლიო ლიდერებმა მწვავედ გააკრიტიკეს უკრაინის კრიზისში რუსეთის როლის გამო. პუტინმა დაარღვია პროტოკოლი - პრესკონფერენცია გამართა შერჩეული ჟურნალისტებისთვის და მასპინძელი ქვეყნის ლიდერს დაასწრო პრესასთან საუბარი. ამის შემდეგ მან დიდი ოცეულის დასკვნითი კომუნიკეს გამოქვეყნებამდე დატოვა ქვეყანა. პუტინი კვლავაც უარყოფს უკრაინაში რუსეთის ჯარებისა და შეიარაღების ყოფნას. მან დაიჩივლა, რომ ის უსამართლოდ გააკრიტიკეს მოვლენებისთვის, რომლებიც მის კონტროლს მიღმაა. ავსტრალიიდან პუტინის გამგზავრებამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და ავსტრალიისა და იაპონიის ლიდერებმა გამოაქვეყნეს განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი „ეწინააღმდეგებიან რუსეთის მიერ ყირიმის ანექსირებას და აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაციას". უფრო ადრე, დასავლეთის ლიდერების ერთობლივი კრიტიკის ფარგლებში, ობამამ განაცხადა, რომ „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია“ არის „საფრთხე მსოფლიოსთვის“. მსოფლიოს სხვა ლიდერებმაც უკუაგდეს პუტინის სიტყვები იმის თაობაზე, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში თითქოს არ იყოს რუსეთის ჯარები.

XS
SM
MD
LG