Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში, სულ ცოტა, სამი ჯარისკაცი იქნა მოკლული მეამბოხეთა თავდასხმის შედეგად


პაკისტანის შეიარაღებული ძალების თანახმად, სულ ცოტა, სამი ჯარისკაცი იქნა მოკლული და კიდევ რვა უგზო-უკვლოდაა დაკარგული მას მერე, რაც ღამით მეამბოხეებმა საგუშაგოზე მიიტანეს იერიში ჩრდილოეთ ვაზირისტანის სასაზღვრო რაიონში. სოფელ დატა-ხელში კვირას მომხდარი შეტაკების შედეგად დაიღუპა ასევე 34 მეამბოხე. დატა-ხელში გამოცხადებულია კომენდანტის საათი. ჯარისკაცები დაკარგულ სამხედროებს ეძებენ სპარა ღერის საკონტროლო პუნქტის რაიონში. ივნისიდან მოკიდებული, პაკისტანის არმია თალიბების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას ატარებს ჩრდილოეთ ვაზირისტანში, რომელიც მეამბოხეთა მთავარი დასაყრდენი რეგიონია. პაკისტანის არმიის თანახმად, ოპერაციის დაწყების შემდეგ 1500-მდე მეამბოხე და 124 ჯარისკაცი დაიღუპა. დამოუკიდებელი წყაროების მეშვეობით ამ მონაცემების შემოწმება არ ხერხდება.

XS
SM
MD
LG