Accessibility links

logo-print

გამოქვეყნდა ვიდეოები, რომლებზეც სავარაუდოდ "ისლამური სახელმწიფოს" მიერ ტყვეთათვის თავის მოკვეთაა ასახული


ორი სხვადასხვა ვიდეო, რომლებიც სავარაუდოდ დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ გამოაქვეყნა 16 ნოემბერს, იტყობინება, რომ ექსტრემისტულმა სუნიტურმა ორგანიზაციამ თავები მოჰკვეთა აშშ-ის ჰუმანიტარული სამსახურის თანამშრომელს, აბდულ რაჰმან კასიგს, და სირიის არმიის ჯარისკაცებს. ერთ-ერთ ვიდეოზე აღბეჭდილია მოკვეთილი თავი და ნიღბიანი მეამბოხე, რომელიც აცხადებს, რომ თავი მოჰკვეთა კასიგს. მეორეზე ნაჩვენებია თავის მოკვეთა ერთდროულად სულ ცოტა 15 ადამიანისთვის, რომლებიც სირიის არმიის ჯარისკაცებად მოიხსენებიან. 26 წლის კასიგი აშშ-ის არმიის რეინჯერი იყო. მან ისლამი მიიღო და სირიის სამოქალაქო ომის მსხვერპლთ ეხმარებოდა, როცა გასულ წელს ჩავარდა ტყვედ.

XS
SM
MD
LG