Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიდერლანდის სპეციალურმა ბრიგადამ დაიწყო მუშაობა მალაიზიის თვითმფრინავის ნამსხვრევების შესაგროვებლად


ნიდერლანდის ხელისუფლება იტყობინება, რომ სპეციალურმა ბრიგადამ დაიწყო მუშაობა მალაიზიის თვითმფრინავის ნამსხვრევების შესაგროვებლად ტერიტორიაზე, რომელსაც სეპარატისტები აკონტროლებენ აღმოსავლეთ უკრაინაში. თვითმფრინავი „ბოინგ-777“, რომელშიც 298 ადამიანი იმყოფებოდა, 17 ივლისს ჩამოაგდეს. ნამსხვრევების შეგროვების ოპერაცია ტარდება ნიდერლანდელ გამომძიებელთა და ეუთოს წარმომადგენელთა მეთვალყურეობით. როგორც ვარაუდობენ, სამუშაოები ათ დღეში დასრულდება. ავიაკატასტროფის გარემოებათა გამოძიების მცდელობები არაერთხელ შეწყდა უკრაინის არმიასა და პრორუსულად განწყობილ სეპარატისტთა შორის სამხედრო მოქმედებების გამო. დაღუპულ მგზავრთა უმრავლესობა ნიდერლანდის მოქალაქეები იყვნენ. „მალაიზიის ავიახაზების“ თვითმფრინავი ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიფრინავდა.

XS
SM
MD
LG