Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარზაი: ავღანეთის მიმართ ამერიკის „ორმაგ პოლიტიკას“ რეგიონში ექსტრემიზმის ექსპანსია მოჰყვა


ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტის, ჰამიდ კარზაის თქმით, ავღანეთის მიმართ ამერიკის „ორმაგ პოლიტიკას“ რეგიონში ექსტრემიზმის ექსპანსია მოჰყვა. რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში კარზაიმ თქვა, რომ როგორც აშშ-ის ხელისუფლების ზოგიერთი მაღალი რანგის პირი ეუბნებოდა მას, მეზობელ პაკისტანში იმყოფებიან ტერორისტები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან თავდასხმებისთვის ავღანეთის ტერიტორიაზე. მაგრამ ეს პირები მთხოვდნენ, ეს საკითხი არ წამომეჭრა პაკისტანის ლიდერების წინაშეო. კარზაის თქმით, რეგიონში ექსტრემიზმი არა მხოლოდ არ ამოძირკვულა, არამედ ის გაძლიერდა. მან განმეორებით დასდო ბრალი პაკისტანს, რომ ის ხელს აფარებს თალიბანს და მას იარაღად იყენებს.

XS
SM
MD
LG